თეგებით ძიება

ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა

ქართველი მომღერალი, თამთა საგანელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვალების მიზეზი მძიმე სენი გახდა.

"ძალიან დამწყდა გული... ამდენი ბრძოლის მერე... ამდენი ტანჯვის მერე, ღმერთო, ხანდახან რა უსამართლო ხარ ჩვენთვის ადამიანებისთვის... მშვიდად განისვენე ლამაზო და ნიჭიერო გოგო...  უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი...",- წერს თამთას ახლობელი.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა. მის დასახმარებლად გასულ წელს მთელი საქართველო გაერთიანდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა