თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ალბათ ვეტოს დონეზეც დაარღვევს, თუმცა შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს - ირაკლი ქადაგიშვილი

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ალბათ ვეტოს დონეზეც დაარღვევს, თუმცა შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოს კონკრეტული მუხლები და მოტივირებული შენიშვნები უნდა ახლდეს.

„პრეზიდენტი კონსტიტუციას პერმანენტულად არღვევს. მისი მხრიდან ვეტო ნიშნავს, რომ ვეტოს კონკრეტული მუხლები და ხედვა უნდა ახლდეს, მათ შორის, მოტივირებული შენიშვნები, ამის გარეშე ვეტო არ არის. სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხშიც ვერ გარკვეულა. ალბათ, კონსტიტუციას აქაც დაარღვევს, თუმცა მას შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა