მსოფლიოში უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC საქართველოში: აქციების პროცესებში ვართ ჩართულნი და მოგიწოდებთ ყველას, გამოხვიდეთ!
აისეკ საქართველოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბრწყინვალებისკენ სწრაფვა. ჩვენ ვუერთდებით ჩვენი ორგანიზაციის ბირთვს, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს, და ვგმობთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელიც ჩამოგვაშორებს ჩვენს მთავარ პრინციპებს.
ჩვენ ვდგავართ ხალხის აზრის მხარეს და ვუერთდებით მათ, დავიცვათ საქართველოს ისტორიული არჩევანი, შევინარჩუნოთ თავისუფლება.
აქციების პროცესებში ვართ ჩართულნი და მოგიწოდებთ ყველას, გამოხვიდეთ!
არა რუსულ კანონს!
წინ ევროპისკენ!