თეგებით ძიება

მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია, იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს - თაკო ჩარკვიანი

დაიმახსოვრეთ ჩემი კეთილი რჩევა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით. მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია, იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.

„რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს ხო ამ ქვეყანაში? თალაკვაძემ დღეს სიტყვა დაიწყო, რომ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშიო. არჩილ, რომ გდომოდათ ნორმალური, განვითარებული ქვეყანა, დაიწყებდით სამართლებრივი სისტემის, ზოგადად, სისტემური რეფორმებით. ეს აპრიორი მოიტანდა არაკორუფციულ ქვეყანას, რის გამოც, პრაქტიკულად, ბევრი დეპუტატი, შეიძლება ყველა არა, მაგრამ მეტი წილი დღეს, აი, ამ კორუფციის გამო იძულებულია დაადგეს სამარცხვინო გზას. კორუფციულ სქემაში გაგაბათ იმან, რომ არ გააკეთეთ სამართლებრივი სისტემის რეფორმა. დღეს არ უნდა ბედავდეს აქ ზოგიერთი ქალბატონი ასე ხმამაღლა, რომელიც წესით, გამოძიებას უნდა ექვემდებარებოდეს მისი საქმიანობა, ბედავდეს დღეს ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისროდეს პარლამენტში.

გარეთ ერთი თვეა უკვე, 25 დღეა, 30 დღეა, თქვენ ხომ ხედავთ რა რაოდენობის ხალხი გამოდის, ამ ტალღას ვერ გააჩერებთ, ვერა ხალხო. ამ ქვეყნიდან ხომ არ უნდა წახვიდეთ, ხომ უნდა დარჩეთ, თქვენი ოჯახებით აქ ხომ უნდა იცხოვროთ. მე სულ არ მინდა წახვიდეთ ამ ქვეყნიდან, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ასე ვეჩხუბებით ერთმანეთს, მაგრამ მართლა იმ პირობებმა განაპირობა ეს კონფორმიზმი საზარელი, რომელსაც როგორმე უნდა მოვცილდეთ. ამაში გვეხმარება ის 27 ქვეყანა, რომელსაც ომი გამოუცხადეთ. რომლებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთს მოვცილდეთ და მათ რატომ ეჯინებით, გამაგებინეთ ხალხო. რატომ ეჯინებით ახალგაზრდებს, ის მომავალი თაობაა, დიდი რაოდენობის ტალღაა. დაიმახსოვრეთ ჩემი კეთილი რჩევა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით. მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია, იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს. ეს არის სიმართლე. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა, რჩევა, რაც გნებავთ, საქართველო დგას გადაბარების წინაშე. მინდა ირაკლი ზარქუას ვუთხრა. ირაკლიმ წეღან ასეთი ფრაზა თქვა, რომ არჩევნებზე გავაკეთოთო. კი მარა, თქვე დალოცვილებო, თქვენ რატომ შემოაბრუნეთ ეს კანონი არჩევნებამდე. ამაზე არ გიფიქრიათ? ვინ არის ასე დაინტერესებული, რომ შემოაბრუნეთ კანონი. ამიტომ, მიიღეთ გადაწყვეტილება გონივრული, გაიგეთ რასაც გეუბნებით, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაიწვიეთ ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი კანონი“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადების შემდეგ თაკო ჩარკვიანს მოუწოდა სიძულვილის ენით ნუ ისაუბრებდა, საბოლოოდ, კი სხდომა დაატოვებინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა