თეგებით ძიება

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან განთავსებული რკინის ღობის მოხსნას ცდილობენ

ამ დროსითვის, აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან განთავსებული რკინის ღობის მოხსნას ცდილობენ.

ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით მიიღო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან იმყოფებიან.

პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა