თეგებით ძიება

"ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

პარტია "ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს, - ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

"ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს, მაშინ, როდესაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა კონსტიტუცია, ლელომ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში. ქართული ოცნება პარლამენტში დამარცხებულია, ის გასულია პოლიტიკური პროცესიდან, გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და წარმოადგენს უზურპატორი ივანიშვილის და პუტინის ძალადობის ინსტრუმენტს საქართველოში", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა