სამართალდამცველები პარლამენტთან აქციის მონაწილეებს აკავებენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერიდან სამართალდამცავები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.
სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე პარლამენტის ეზოში შეიყვანეს.
სამართალდამცველები პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ ღობესთან გამაგრდნენ.