დღეს საქართველოს პარლამენტმა გაწყვიტა კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან - მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნების მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
2004 წელს ასლან აბაშიძემ ჩატეხა ხიდები დანარჩენ საქართველოსთან. მაშინ ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველოს ერთიანობა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა გაწყვიტა კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, დღესაც საქართველოს გადარჩენა კვლავ ქართველი ხალხის ხელშია." წერს მიხეილ სააკაშვილი.