თეგებით ძიება

ტვ პირველის ინფორმაციით, ჯიმ ო’ბრაიანი "ქართული ოცნების" ოფისში მივიდა (ვიდეო)

"პირველების" ინფორმაციით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიანი "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფება. 

ამერიკელ მაღალჩინოსანის ავტომობილი "პირველების" კამერამ სწორედ მმართველი პარტიის ოფისში გადაიღო. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჯიმ ო’ბრაიან პარლამენტის თავმჯდომარეს პირისპირ შეხვდება. უცნობია, დაესწრებიან თუ არა ამ აუდიენციას მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. 

ამერიკის მღალჩინოსანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს,  ჯიმ ო’ბრაიანი ოცნების ოფისში სწორედ ათონელის რეზიდენციიდან წავიდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ო’ბრაიანი მედიისთვის კომენტარს 9-ის ნახევარზე გააკეთებს. 

წყარო: ტვ პირველი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა