თეგებით ძიება

როგორია დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ინფორმაცია კლინიკიდან

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, რომ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, დავით ქაცარავა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 დღე დარჩება.

„დავით ქაცარავა კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გუშინ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. სტაციონარშია მოთავსებული, 2 დღე კვლავ კლინიკაში დარჩება“,- აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში და განმარტავენ, რომ მეტ დეტალზე ოჯახის თხოვნით ვერ ისუბრებენ.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა