თეგებით ძიება

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, სოფო ზურაბიანი ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი სოფო ზურაბიანი ტოვებს.

მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადებაზე სტუდენტებისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა.

"ახლა რომ ჩვეულებრივი დრო იყოს, დღეს საღამოს ლექციაზე უნდა მივდიოდე კავკასიის უნივერსიტეტში, მაგრამ უნივერსიტეტი შენობაში არაა, ამიტომ მე დღესაც იქ წავალ, სადაც ჩემი და ყველას სტუდენტები დგანან - აქციებზე. მათთან ერთად ვივლი მთელ ქალაქში ფეხით და მათთან ერთად ხმამაღლა დღესაც ვიტყვი, რომ "არა რუსულ კანონს".

სტუდენტები ყველაზე უკეთ ხვდებიან, რომ ამ ქვეყნის და მათი პროფესიის მომავალიც ახლა ქუჩაში პროტესტით წყდება. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მათი რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადებაზე, მათთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. მე არ მინდა იმ უნივერსიტეტში დარჩენა, სადაც ასეთ მნიშვენლოვან მომენტში მმართველთა საბჭოს ბორდია საჭირო უნივერისტეტის ხელმოწერის გამოსაწვევად სამარცვინო განცხადებიდან.ამიტომ ვყწვეტ თანამშრომლობას კავკასიის უნივერსიტეტთან.

როგორც ჩემს სტუდენტებს დავპირდი, ამ სემესტრს მათთან ერთად დავასრულებ, ოღონდ მაშინ , როცა ისინი გადაწყვეტენ, რომ ბრძოლა მოიგეს და გაფიცვა დასრულდა, დავასრულებ მათან შეთანხმებული გრაფიკით.

რამდენიმე წელი კავკასიის უნივერსიტეტში გამორჩეული სტუდენტების გამო მიმიხაროდა. ბევრი მათგანი დღეს ჩემი კოლეგაა და აქტიურია პროფესიაში. განსაკუთრებული მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობის პრივილეგიის საშუალება რომ მომცა. სხვაგვარად არ შემიძლია.

შევხვდებით გამარჯვებულ, თავისუფალ ქვეყანაში. ღრმად მწამს, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი. #ჩვენმოვიგებთომს", - წერს ზურაბიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა