თეგებით ძიება

"ჩამიდგეს "პლასტინა"... დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი" - დავით ქაცარავას პირველი კომენტარი კლინიკიდან

ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ "ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, და­ვით ქა­ცა­რა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა­ვენ, და­ვით ქა­ცა­რა­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კი­დევ 2 დღე დარ­ჩე­ბა.

"და­ვით ქა­ცა­რა­ვა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. გუ­შინ ჩა­უ­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია. სტა­ცი­ო­ნარ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, 2 დღე კვლავ კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და გან­მარ­ტა­ვენ, რომ მეტ დე­ტალ­ზე ოჯა­ხის თხოვ­ნით ვერ ისა­უბ­რე­ბენ.

თა­ვად და­ვით ქა­ცა­რა­ვამ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ჰე­მა­ტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა თავ­ზე.

"რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ას, თვალ­ბუ­დის ძვა­ლია ჩამ­ტვრე­უ­ლი, ასე­ვე დამ­ტვრე­უ­ლია ზედა ყბა. სე­რი­ო­ზუ­ლი ჰე­მა­ტო­მე­ბი მაქვს თავ­ზე. ტვი­ნის შერ­ყე­ვა საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მის. ჩა­მიდ­გეს "პლას­ტი­ნა" ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად“, - აღ­ნიშ­ნა ქა­ცა­რა­ვამ „ტვ პირ­ველ­თან“.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მე­უღ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, და­ვით ქა­ცა­რა­ვას და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა