თეგებით ძიება

"მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს" - თეატრალურის ლექტორები რექტორის პოზიციას ემიჯნებიან

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ და მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტების პროტესტს:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის." ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა