თეგებით ძიება

"როცა წაქცეულ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს, ამაზე დიდი სულმდაბლობა და ამაზრზენი ქცევა, ცოტა რამ შეიძლება იყოს" - პროკურორი დავით ნეფარიძე

პრო­კუ­რო­რი და­ვით ნე­ფა­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და აკ­რი­ტი­კებს სპეც­რაზ­მე­ლებს. მისი თქმით, ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია, რო­დე­საც წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს ურტყამ.

"რო­დე­საც წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს რამ­დე­ნი­მე სპეც­რაზ­მე­ლი ურტყამს, რო­დე­საც და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ანს სცე­მენ, ამა­ზე დიდი სულმდაბ­ლო­ბა, ამო­რა­ლუ­რი და ამაზ­რზე­ნი ქცე­ვა, ცოტა რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს. არა ყვე­ლა­ფერს, რაც არ გვყოფს!" - წერს და­ვით ნე­ფა­რი­ძე.

და­ვით ნე­ფა­რი­ძე რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რო­რია, მათ შო­რის არის მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე, ასე­ვე 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ე­ბი და სხვა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის 13 პირი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არის და­ვით ქა­ცა­რა­ვა, რო­მე­ლიც სას­ტი­კად არის ნა­წა­მე­ბი, ასე­ვე ლა­ზა­რე გრგო­რი­ა­დი­სი. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისიც ნა­ცე­მია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა