თეგებით ძიება

კმაყოფილები ვართ შეხვედრით - ჩვენი სტუმარი მიხვდა, თუ რა გამოწვევებთან აქვს საქმე ჩვენს ქვეყანას - ირაკლი ზარქუა ო’ბრაიენთან შეხვედრაზე

კმაყოფილები ვართ შეხვედრით. ჩვენი სტუმარი მიხვდა, გააზრებული აქვს, თუ რა გამოწვევებთან აქვს საქმე ჩვენს ქვეყანას, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრა.

მისი თქმით, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვეტოს დახმარებით, კანონი უფრო მეტად დაიხვეწება.

"კმაყოფილები ვართ შეხვედრით. ჩვენი სტუმარი მიხვდა, გააზრებული აქვს, თუ რა გამოწვევებთან აქვს საქმე ჩვენს ქვეყანას. როგორც გაჟღერდა, ის ჩვენ დაგვიბრუნდება შესაბამის წინადადებებით და იმედია გვაქვს, რომ, უახლოეს პერიოდში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევიმუშავებთ გეგმას, თუ რამე კიდევ არის დასახვეწი ამ კანონში. აგერ, ვეტოს შესაძლებლობა არის, სადაც ჩაიწერება არგუმენტები და ჩვენ მაქსიმალურად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით, შევძლებთ, შეჯერებული საბოლოო ვარიანტი მივიღოთ.

უსამშობლოების ინტერესი და აზრი ჩვენთვის გასაგებია. მთავარია, ჩვენს პარტნიორს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, თუ რა გახდა ამ კანონის მიღების საფუძველი და იქიდანაც იყო მზაობა, რომ ჩვენ შეჯერებული საბოლოო ვარიანტი მივიღოთ ვეტოს დახმარებით", - განაცხადა ზარქუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა