თეგებით ძიება

რა ხდებოდა 14 მაისის მრავალათასიან აქციაზე

გუშინ 14 მაისს, მმართველმა პარტიამ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. რუსულ კანონს. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მძაფრი რეაქციები, რასაც კვლევა მღელვარება მოჰყვა. დღის პირველ ნახევარში რამდენიმე ათასი სტუდენტი, რომელიც პარლამენტთან იდგნენ ძალოვნებმა დაშალეს. პოლიციელთა ძალადობა არაპროპორციულად შეფასდა და შეშფოთებები გამოიწვია. საპროტესტო მუხტის ჩაცხრობისთვის თავისუფლების მეტროც კი დაიხურა, თუმცა დემმონსტრანტები რუსთაველის მეტროს მიმდებარედ შეიკრიბნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიკავეს, სპეცრაზმა უკან დაიხია.

საღამოს 8 საათის შემდეგ რუსთაველზე თავი 50,000-მდე დემონსტრანტმა მოიყარა, გმირთა მოედანზე დაკავებების შემდეგ კი მსვლელობით სწორედ მისკენ წავიდნენ და მთელი ღამის განმავლობაში ქალაქი პარალიზებული იყო, ქუჩების პიკეტირების გამო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა