თეგებით ძიება

არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ დამოუკიდებლები ვართ ყველა ქვეყნისგან - შალვა პაპუაშვილი

„ასეთი შემოთავაზება ერთ-ერთ ოპოზიციურ ჯგუფს ჰქონდა და ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ორი მიზეზით. თუკი სამიზნე არის რუსეთი, რუსეთის სახელმწიფოს მოხსენიება ამ რისკს არ აზღვევს იმიტომ, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს სხვა ქვეყნები და იმ ქვეყნის ორგანიზაციით შემოვიდეს საქართველოში“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს მხარს, თუკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატივად შემოთავაზებულ ვარიანტში უცხო ქვეყნად განისაზღვრება მხოლოდ რუსეთი და ის არ შეეხება სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყნებს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო დამოუკიდებელია ნებისმიერი სახელმწიფოსგან.

„ტყუილია, თითქოს ამას შეუძლია მოაწესრიგოს რუსეთის საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ გარე გავლენებზე, საქართველო დამოუკიდებელია ყველა ქვეყნისგან. არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ყველა ქვეყნისგან, ჩვენი მეზობლებისგანაც და არამეზობლისგანაც. ამისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი, დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის და ამას დაუჭირა მხარი რეფერენდუმზე და ეს გამოაცხადა ზვიად გამსახურდიამ, ამ შენობაში [პარლამენტში], რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ ყველასგან და ყველა ქვეყანა არის სხვა ქვეყანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა