თეგებით ძიება

პარლამენტმა, გენდერული კვოტირების შესახებ, პრეზიდენტის ვეტო განიხილა

პარლამენტმა, გენდერული კვოტირების შესახებ, პრეზიდენტის ვეტო განიხილა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივების გათვალისწინებით, ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალა. მისი განცხადებით, სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მიხედვით დააკომპლექტონ. გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ "გირჩის" ინიციატივას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა