თეგებით ძიება

ეს რუსული რეჟიმი ჩვენი სიჯიუტით, უტეხობით და შეურიგებლობით უნდა დავამარცხოთ - აკა ზარქუა

ანალიტიკოსი აკა ზარქუა პოსტს აქვეყნებს:

84 დეპუტატზე მიმდინარე დისკუსიას მოვკარი თვალი, ზოგი ჩვენგანი გულწრფელად გაკვირვებულია თუ როგორ არ გამოჩნდა  ვინმე, რომელიც ამ პროცესს შეეწინაღმდეგებოდა. მემგონი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ვერ ვიაზრებთ სრულად. 

საქმე ის არის, რომ გასული 12 წლის  განმავლობაში  ჩამოყალიბდა ადამიანების არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ არ აერთიანებთ იდეოლოგია, მაგრამ ეს ჯგუფი უკვე ავლენს სოციალური კლასის მეორად ნიშნებს. 

ეს კლასები კი საქართველოში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ, სწორედ ისინი მართავენ ეკონომიკას, ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ აგებული სისტემის კოლექტიური ბენეფიციარები. ამ კლასის სტრუქტურა არ არის ერთგვაროვანი, მაგრამ მისი ბირთვი ძალიან კომპაქტური და მყარია. 

ამ სტრუქტურას აქვს რეფლექსიისა და თვითორგანიზების უნარი ის სისტემის გარეთ მყოფ თითოეულ მოქალაქეს, თუ ჯგუფს უცხოდ, მტრად აღიქვამს. საფრთხედ, რომელიც მის სოციალურ მდგომარეობას ემუქრება. სტატუს-კვოს ცვლილება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, მით უფრო დღევანდელის შემდეგ, მთავარი ამოცანა კი არსებული წონასწორობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა. 

კონსოლოდაცია ხდება უკმაყოფილეობის, მაგრამ ეს ლოგიკა პირიქითაც მუშაობს, კონსოლიდაცია საპირისპირო ბანაკშიც მიმდინარეობს. 

აქ ასევე უნდა ვთქვათ სანქციების გადაჭარბებულ მოლოდინებზეც - პერსონალური სანქციები სერიოზული საფრთხეა ოცნებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აქ ადგილზე არ მოირყა რეჟიმი, ეს რყევა არ გახდა საყოველთაოდ ცხადი, ამან შესაძლოა კვლავ მაკონსოლიდირებელი ფუნქცია შეასრულოს. 

დასავლური სანქციებს შეზღუდული მყისიერი პოლიტიკური ეფექტი აქვს, ეს სხვა ბევრი რეჟიმის მაგალითზე ვნახეთ. 

არსებულ კონტექსტში ქ. ოცნებისთვის დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის მხარდაჭერის ჟესტი იქნება, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. რუსული რეჟიმი ჩვენი სიჯიუტით, უტეხობით და შეურიგებლობით უნდა დავამარცხოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა