ბათუმში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები გაფიცულები არიან
ბათუმში საპროტესტო აქიები იმართება დედაქალაქის პარალელურად. ათასობთ ადამიანი ყოველდღიურად ქუჩაში გამოდის და აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონსა და ხელისუფლების პოლიტიას. ორშაბათიდან გაიფიცნენ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, ხოლო შემდეგ სკოლის მოსწავლები. გაფიცვები დღესაც გრძელდება. აუდიტორიები და საკლასო ოთახები თითქმის ცარიელია. დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.