თეგებით ძიება

„გეპატიჟებით „ლაივში“ ინტერვიუზე, გავხსნათ ღია დებატები ხალხთან“ – მარი ნაკანი ნინო წილოსანს პასუხობს

ფოტოგრაფი მარი ნაკანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო წილოსანს სოციალურ პლატფორმა instagram-ზე პირდაპირ ეთერში, საჯარო დებატებში იწვევს.

ამის შესახებ ნაკანი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და პარლამენტის ვიცე-სპიკერ, ნინო წილოსანის პროფილს ნიშნავს:

„გეპატიჟებით ლაივში ინტერვიუზე online

ჩემს ინსტაგრამზე

გავხსნათ ღია დებატები ხალხთან“. – წერს მარი ნაკანი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, საპროტესტო აქციების მიზნობრიობის შესახებ, საკუთარ მოსაზრება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ „რადიკალი აქტივისტების“ არ ეშინია.

ამავე პოსტში წილოსანს პოსტთან ერთად, ფოტოგრაფ მარი ნაკანის „ფოტოსქრინი“ აქვს გამოქვეყნებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა