სლოვაკეთის პრემიერმინისტრს ესროლეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. სლოვაკური მედიის ცნობით, ადგილზე რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.
ამჟამად ფიცო ჰოსპიტალში არის გადაყვანილი, მსროლელი კი დაკავებულია.