მე ახლა სანქციას მხოლოდ ღმერთი თუ დამადებს - ლადო კახაძე
„ვფიქრობ, რომ ასეთი სანქციები არ იქნება, თუ პირადად ჩემზე საუბრობთ, უხერხულად არ გამომივიდეს, მაგრამ მე ახლა სანქციას მხოლოდ ღმერთი თუ დამადებს“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის შეკითხვას – „იქნება თუ არა მისთვის პრობლემა, თუ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ ფინანსურ სანქციებსა და სამოგზაურო მიმართულებით შეზღუდვებს დააწესებენ“.
„რადგან [კანონპროექტს] მხარი დავუჭირე, ეს პასუხისმგებლობაც ავიღე და, დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმედება ჩემი შვილების მომავალს არ გადაეღობება“, – განუცხადა ლადო კახაძემ „ფორმულას“.