"კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - რას ამბობს ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლების შემდეგ?
2 დღის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და დაკავების დეტალებზე ისაუბრა:
"საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო.
პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში...
კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ " ამბობს გრიგორიადისი.
ლაზარე გრიგორიადისი რუსთაველზე, პარლამენტის წინ 14 მაისს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.