წვიმის წვეთის მაქსიმალური სიჩქარე 29 კმ/სთ-ია - საინტერესო ფაქტები ამინდზე
ამინდის პროგნოზით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინტერესდება და ცდილობს მომავალი დღეების აქტივობები ამინდის შესაბამისად დაგეგმოს. თუმცა ამჯერად ჩვენ არა ამინდის პროგნოზს, არამედ ამინდის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.
· 1880 წლის შემდეგ საშუალო გლობალური ტემპერატურა მუდმივად იზრდება.
· დედამიწაზე ყოველ წამში დაახლოებით 1800 ჭექა-ქუხილი ფიქსირდება. მათგან დაახლოებით 100-ს ელვაც ახლავს.
· წყლის მოლეკულები დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით 10-12 დღე რჩება.
· წვიმის წვეთის მაქსიმალური სიჩქარე 29 კმ/სთ-ია.
· ტროპიკული შტორმებისა და ქარიშხლებისთვის სახელების დარქმევა 1953 წლიდან
· ქარს ხმა არ აქვს, თუ ის რომელიმე ობიექტის მიმართულებით არ უბერავს.
· 1684 წელს ინგლისში ისე ციოდა, რომ მდინარე ტემზა 2 თვით გაიყინა.
· დედამიწის ყველაზე უხვწვიმიანი დასახლება არის მოსინრამი, ინდოეთი.
· მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +56.7°C კალიფორნიაში 1913 წლის 10 ივლისს დაფიქსირდა.
· მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -89.2°C ანტარქტიდაზე 1983 წლის 21 ივლისს დაფიქსირდა.
· ნისლის 1 მილი კუბში 4 ლიტრამდე წყალს შეიცავს.
· 1899 წელს მდინარე მისისიპი მთელ სიგრძეზე გაიყინა.
· ელვის გარშემო ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 30 000°C-ია. ეს დაახლოებით 5-ჯერ მეტია, ვიდრე ტემპერატურა მზის ზედაპირზე.
· თოვლის ფიფქი მიწაზე დაცემამდე დაახლოებით 1 საათი დაფრინავს.
ამინდი.გე