ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების გარდაცვალების გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.