თეგებით ძიება

შეშინებული კი არა, მეცინება ამ ყველაფერზე - ნატალია ყიფშიძე

ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე ამბობს, რომ  სხვა აქტივისტების მსგავსად, მასაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. თუმცა, მისი სასამართლო პროცესი 28 მაისისთვის გადაიდო.

"ჩემი [სასამართლო პროცესი] გადაიდო 28-ში, 11 საათზე. იმიტომ, რომ არც ვიცოდით რომელ დღეზე იყო ეს ამბავი, რა მტკიცებულება ჰქონდათ. მივედით სასამართლოში და გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტე გზა, რომელიც მახსოვს მკაფიოდ, ყველა ფოტო მაქვს, ყველას აქვს თავისი დრო, ამათ არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ, დისკი უნდა გადასცენ ჩემს ადვოკატს, ერთად უნდა განვიხილოთ და ჩემი ფოტოებით ავაწყოთ ყველაფერი. წერია დროები, რა დროს სად ვიყავი, რამდენ ადამიანთან ვიყავი იმ ფოტოებშიც ჩანს და ვიდეოებშიც და, რა ვიცი. მე სიმართლე რომ გითხრათ, შეშინებული კი არა, უფრო მეცინება ამ ყველაფერზე. იმიტომ, რომ რაში გვადანაშაულებენ ვერ ვხვდები," - ამბობს ყიფშიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა