ისრაელსა და "ჰამასს" შორის ტოლობის ნიშანი არ არსებობს - ჯო ბაიდენი ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აღმაშფოთებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ტოლობის ნიშანი არ არსებობს.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა, ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მოთხოვნით მიმართა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ასევე "ჰამასის" სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს.