დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა, 45 წლის ქალმა 2 ადამიანი მოკლა, 10 კი დაჭრა - სად მოხდა შემთხვევა?
ჩინეთის სამხრეთ ძიანგსის პროვინციის დაწყებით სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დანაშაულის მოტივიც და ისიც, არიან თუ არა დაღუპულთა შორის ბავშვები, ჯერჯერობით უცნობია.
თავდასხმა შუადღის საათებში მოხდა და პოლიციის თქმით, ბრალდებული 45 წლის ქალია, გვარად პანი. სამართალდამცავები ამბობენ, რომ პანმა თავდასხმისას ხილის საჭრელი დანა გამოიყენა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ადგილობრივი ორგანოების ცნობით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ, თუმცა მათ შორის 5 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: bbc