ის, რაც ღაზაში ხდება, არ არის გენოციდი - ჯო ბაიდენი
ის, რასაც ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ აკეთებს, არ არის გენოციდი, - ამ სიტყვებით მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის წინააღმდეგ განწყობილ საზოგადოებას.
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ისრაელი დაიცვა და განაცხადა, რომ ქვეყანა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც 1 200 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი „ჰამასის“ მძევალი გახდა. ბაიდენმა ისრაელს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, რათა ერთად დავამარცხოთ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი და „ჰამასის“ სხვა ჯალათები. ჩვენ გვსურს „ჰამასის“ დამარცხება და ვმუშაობთ ისრაელთან ერთად, რათა ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.