"გამარჯვება, ნათელი მომავალი გარდაუვალია... მონატრება კი სულის ტკივილამდეა“ - იზა ომაძე საზოგადოებას ნიკოლოზობას ულოცავს
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე გარდაცვლილი შვილის ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას ნიკოლოზობას ულოცავს.
"ნ ი კ ო ლ ო ზ ო ბ ა ს
გილოცავთ
შვილო🤍🤍🤍
“როცა მთვარე ამოვა, იქნება მზიანი ღამე!”🌙💫✨🌕
“მაინც რა არის მზიანი ღამე?- ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე!- აუხსნა მღვდელმა.მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს!- უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს. მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა…”(ნ. დუმბაძე)
P.S. ამ ს ი ნ ა თ ლ ე ს ვერ გაუძლო ბოროტმა!!!
ეშმაკმა იფიქრა რომ ჩააქრო, მაგრამ ვერა!!!!!
ერთად აკაშკაშდააა , ერთად განათდაააააა და მზიანი ღამე გაათენდაააა ✨✨✨
ნიკოლოზობას გილოცავთ შვილო.
წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ იქ შენს და აქ ახალგაზრდების , ჩვენი მომავლის მფარველობას….
გამარჯვება, ნათელი მომავალი გარდაუვალია✨✨✨
მონატრება კი სულის ტკივილამდეა", - წერს იზა ომაძე.