თეგებით ძიება

ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას - ვახუშტი მენაბდე

ვენეციის კომისიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რეკომენდაციებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა:

"გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონზე. შემაჯამებელი დასკვნები ასეთია:

კანონი პარლამენტმა მიიღო პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა ადგილს რეალური განხილვისა და არსებითი დიალოგისთვის. მან უგულებელყო ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილი. კანონის მიღების პროცედურა არ აკმაყოფილებდა დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტს;

კანონის მუხლები შეუთავსებელია თანასწორობის, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებთან. ის არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს;

უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად სახელდება, რეგისტრაციისა და ანგარიშგების რთული პროცედურები ძირს უთხრის ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობას, სანდოობასა და ეფექტიან ფუნციონირებას;

კანონი შეიცავს რისკს გააჩუმოს ის ორგანიზაციები და მედიები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ;

ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რეგისტრაციაზე, რეპორტინგის სისტემაზე, მონაცემების საჯაროდ გამჟღავნებასა და ჯარიმებზე. არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა, რატომ არ არის საკმარისი საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე არსებული მექანიზმები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაშიც კი თუ გაჩნდება ასეთი არგუმენტები, ხელისუფლებამ უკვე არსებულ კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს ცვლილებები. ცვლილებები უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

საბოლოოდ, ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას", - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა