თეგებით ძიება

"ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ" - იაგო კაჭკაჭიშვილი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა აშშ-ს: ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე მოგ­ვე­ცი ამე­რი­კუ­ლი სი­კე­თე­ე­ბიო - ძვირ­ფა­სო ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, კარ­გად დათ­ვა­ლეთ, თქვე­ნი მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლი კბი­ლე­ბი რამ­დე­ნი და რო­დის გა­მო­იც­ვა­ლა ამე­რი­კამ, - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ო­ლო­გი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც გა­მო­ცე­მა Politico-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პა­სუხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უტიფ­რო­ბის კი­დევ ერთი მას­ტერკლა­სი ვნა­ხეთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან”.

"აშშ-ის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "აშშ საქ­მით და­ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, კერ­ძოდ, ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭებ­და და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას გა­ა­ფორ­მებ­და".

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა აშშ-ს: ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე მოგ­ვე­ცი ამე­რი­კუ­ლი სი­კე­თე­ე­ბიო. ჩვენ და­ვა­წი­ო­კებთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს და კრი­ტი­კულ მე­დი­ას, გა­მო­ვა­ცხა­დებთ აგენ­ტე­ბად და ქვეყ­ნის მტრე­ბად ყვე­ლას, ვი­საც არ მოვ­წონ­ვართ, ჯი­ბე­ში ჩა­ვის­ვამთ სა­სა­მარ­თლოს, მშვი­დო­ბი­ან პრო­ტეს­ტებს და­ვარ­ბევთ, უმ­ცი­რე­სო­ბებს სა­ჯა­რო არ­სე­ბო­ბას ავუკ­რძა­ლავთ, კო­რუფ­ცი­ა­ში ჩა­ვეფ­ლო­ბით, მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, კე­თი­ლი ინებ­ზე და უვი­ზო მი­მოს­ვლა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა მოგ­ვე­ციო. ბურ­თი მხო­ლოდ თქვენს მო­ე­დან­ზე­აო.

ჰოდა, ძვირ­ფა­სო ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, კარ­გად დათ­ვა­ლეთ, თქვე­ნი მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლი კბი­ლე­ბი რამ­დე­ნი და რო­დის გა­მო­იც­ვა­ლა ამე­რი­კამ და არა მხო­ლოდ ამე­რი­კამ, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

და იქ­ნებ იმა­ზეც გე­ფიქ­რათ, რამ­დე­ნად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თქვე­ნი პა­სუ­ხი ყო­ველ მე­ხუ­თე ოჯახს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ამე­რი­კი­დან მათი წევ­რე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით სულ­დგმუ­ლობს”,- წერს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, Politico -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო, სა­ვაჭ­რო პა­კე­ტის გა­და­ცე­მა­სა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს, თუ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი შე­იც­ვლე­ბა.აღ­ნიშ­ნულს გან­ცხა­დე­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ, რომ ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა მთლი­ა­ნად ამე­რი­კუ­ლი მხა­რის სწორ ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­სათ­ვის კი, "არა სრუ­ლი­ად ბუნ­დო­ვა­ნი პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე და­პი­რე­ბე­ბი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შან­ტა­ჟი, არა­მედ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა