თეგებით ძიება
22. 05. 2024 ვიდეო

"5 გასროლა იყო და დავინახეთ გარდაცვლილები" - რუსთავში მომხდარი მკვლელობის დეტალები (ვიდეო)

რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, თუმცა იმ დროს იქ ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა. დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. მათივე თქმით, დამნაშავეს გაქცევა არ უცდია და პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ერთ ერთი ვერსიით კი მან, თავად დარეკა პოლიციაში. 

„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში", - ამბობს თვითმხილველი.

მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე დღეს, 22 მაისს შუადღის საათებში მოხდა. კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ბავშვი სასწრაფო დახმარების ექიმებმა წაიყვანეს, მას სავარაუდოდ დაზიანებები არ აქვს და არსებული ინფორმაციით, უკვე მოკლულების ნათესავებთან იმყოფება.  

გამოძიება შსს-მ სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა