"სიყვარულო, მიყვარხარ... მეც, პატარა“ - რა ვიდეოს აქვეყნებდა გოგო, რომელიც ქმარმა რუსთავში მოკლა
რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე ქმარმა მარიამ სოფრომაძე და სიდედრი ინგა ბეგაშვილი მოკლა.
კაცმა ცოლი და სიდედრი სასიკვდილოდ მაშინ გაიმეტა, როდესაც დაღუპულები მცირეწლოვან ბავშვს ეტლით ასეირნებდნენ.
საზარელი შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მათ შორის ერთი მეეზოვე, რომელიც იქვე პარკს ალაგებდა. მისი განცხადებით, ერთ-ერთ გარდაცვლილს ტყვია გულის არეში ჰქონდა მოხვედრილი, საიდანაც სისხლი სდიოდა.
მარიამის ფეისბუკ გვერდზე 2023 წელს გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც ცოლ-ქმარი ერთობა და ერთმანეთს სიყვარულს უხსნის.