თეგებით ძიება

დღეს ლევან აბაშიძის დაბადების დღეა

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა. მსახიობი 61 წლის გახდებოდა.

ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს თბილისში დაიბადა.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა. ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975), ტატო კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წელს კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990), ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986), გუგული მგელაძის „ფესვები“ (1987), მიხეილ კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985), ალექსანდრე კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987) და სხვა.

დაიღუპა აფხაზეთის ომში, ზემო ეშერასთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა