ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება
გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება.
სუნაკის თქმით, მან უკვე მიმართა მეფე ჩარლზ მესამეს პარლამენტის დათხოვნის მოწოდებით და მონარქმაც დააკმაყოფილა ეს თხოვნა.
გეგმის მიხედვით, ის 2025 წლის იანვრის მიწურულამდე უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართებოდა, რაც პირველი ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.
თემთა პალატაში მისულ პრემიერს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დღეს კითხვა დაუსვა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრმა, სტივენ ფლინმა. პარლამენტიდან დაუნინგ სტრიტზე დაბრუნებულმა რიში სუნაკმა კი მინისტრთა კაბინეტის წევრები დაიბარა. არჩევნების ნაადრევად გამართვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.