თეგებით ძიება
22. 05. 2024 მსოფლიო

ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან - რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ნებისმიერი პირი, რომელიც დღეს საომარი მდგომარეობის დროს ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტერია“, - აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ კანონს აქვს მკაფიო დებულება, რომ ყველა სამთავრობო ორგანო აგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ არ გაუქმდება სპეციალური საომარი რეჟიმი, რომელიც დღეს მოქმედებს უკრაინაში.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში [ეს რეჟიმი უკრაინაში მოქმედებს 2022 წლის 24 თებერვლიდან] აკრძალულია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა