თეგებით ძიება

ჩვენ ახლა ერთადერთი რაღაც დაგვრჩენია- ხიდად გავედოთ ამ ბავშვებს და გადავაბაროთ ნელ-ნელა ეს ქვეყანა - გია ხუხაშვილი

ოპოზიცია რეალურად ბუჩქებშია, პროცესები დღეს ახალგაზრდებს მიჰყავთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრიბუნაზე არ უშვებენ , - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„უნდა გამოჩნდნენ, ბუჩქებში ხომ არ დავუწყებ ძებნას ამ ოპოზიციას, უნდა დაგვენახონ. ოპოზიცია რეალურად ბუჩქებშია, იმიტომ, რომ პროცესი ვის მიჰყავს? საპროტესტო პროცესები დღეს ოპოზიციას მიჰყავს? - ახალგაზრდებს მიჰყავთ. ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრიბუნაზეც არ უშვებენ, ჩვენს ახალ თაობას მიჰყავს მთლიანად პროცესი. ხელისუფლება რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ყველაფერს იკადრებენ.

ამ ბავშვებით უნდა დაიწყონ სტრუქტურირება. მე და ბევრი ადამიანი გამოჩნდება ისეთი, ვინც მიეხმარება ამ ბავშვებს, რომ დაიწყონ სტრუქტურირება, თვითონ ისინი უნდა გახდნენ პოლიტიკური სუბიექტი. კონსულტანტები მიიწვიონ და მაქსიმალურად დავეხმარებით. თუ უნდათ მეც ჩავერთვები, მათგან უნდა მოდიოდეს სურვილი, მე ვერ დავაძალებ. თვითონ გამოვიდნენ სუბიექტად ამ პროცესში, მათია ეს კაპიტალი, რაც დაგროვდა ქუჩაში თუ სხვანაირად პროტესტის სახით. მოახდინონ სტრუქტურირება და შემდეგ გაუერთიანდნენ იმ პარტიებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მისაღებია. ახალგაზრდული ენერგიის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, ერთ მუშტად შეკვრა უნდა მოხდეს და მერე როგორც ცალკე სუბიექტი უნდა ელაპარაკონ დანარჩენ პარტიებს, კოალიციაზე ელაპარაკონ.

ჩვენ ახლა ერთადერთ რაღაც დაგვრჩენია პოლიტიკურ და თუნდაც სამოქალაქო ელიტას, ხიდად გავედოთ ამ ბავშვებს და გადავაბაროთ ნელ-ნელა ეს ქვეყანა. მათ შეუძლიათ, ჩვენ აღარ შეგვიძლია. ეს ენერგია, ეს სტიქია ძალიან კარგი საყურებელია, მაგრამ ახლა კალაპოტში უნდა მოექცეს და დივიდენდი თვითონ უნდა მიიღონ, პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ თვითონ შეიწოვენ ამას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა