თეგებით ძიება

განა ეს დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს არ უჭერდნენ მხარს, რომელმაც მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და ამან შემდგომში ომამდე მიგვიყვანა? - გია ვოლსკი

ჩვენ გვაქვს შიში და ამ შიშს აქვს საფუძველი. უკრაინიზაცია არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად რეალურია და ის ჩვენ წინ დადგება, თუ ჩვენ დესტაბილიზაციისაგან თავს არ დავიცავთ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს შიში და ამ შიშს აქვს საფუძველი. უკრაინიზაცია არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად რეალურია და ის ჩვენ წინ დადგება, თუ ჩვენ დესტაბილიზაციისაგან თავს არ დავიცავთ. ჩვენს თვალწინ დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა იყო, აქედან გამომდინარე, ერთადერთს ვითხოვთ, რომ თანხა, რომელსაც ამ დესტაბილიზაციის მთავარი დირიჟორი განაგებს, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ეს იმისთვის, რომ ვიღაცებმა ვეღარ გაბედონ ის, რაც აქამდე გაუბედავთ.

კავკასიის რეგიონში, ამერიკისთვის ყოველთვის ყველაზე სანდო პარტნიორი ვიყავით. მე იმ ოჯახებს დარდში არ დავეჯიბრები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს ბრძოლებში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოდით, მაგრამ არასოდეს არავის სურვილი არ გასჩენია, რომ მაგალითად, რომელიმე ვეტერანის ოჯახს დახმარებოდა. 2008 წლის ომამდეც განა ეს დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს არ უჭერდნენ მხარს, რომელმაც მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და შემდგომში ამან ომამდე მიგვიყვანა? მერე უკვე ბუშმა აღიარა, რომ აქ დიდი შეცდომა დაუშვეს, შემოუთვალა მიშას, რუსების მახეში გაებიო. დღეს მგონია, რომ იგივე შეცდომას ვუშვებთ. დასავლეთში ჰგონიათ, რომ საქართველოს აქვს ის რესურსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას დააზიანებს. ახალგაზრდებს მივმართავ - ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენად ცივსისხლიანი და საფრთხისშემცველი ვითარებაა ჩვენს გარშემო. შიშები გვაქვს და ამ შიშებით ვლაპარაკობთ. არ შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციის ის ხარისხი, რაც შეიძლება გაუმჭვირვალობამ მოიტანოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა