თეგებით ძიება

მაინცდამაინც საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ასეთი გააფთრებული შეტევა - ვოლსკი "გამჭვირვალობის კანონზე"

"მაინცდამაინც საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ასეთი გააფთრებული შეტევა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

"აგერ, მოვუსმინეთ ჩვენ კონგრესმენ უილსონის განცხადებას, რომელიც რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად სამხედრო დახმარების გარკვეულ პაკეტს გვთავაზობს, თუმცა ვიცით, რომ საქართველოსთვის ნებისმიერი სამხედრო პაკეტის შემოთავაზება არ არის საპირწონე იმ საფრთხეებისა, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა