ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა
რუსთავში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო და აღაშფოთა.
კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია.
როგორც წყარო რუსთავიდან ამბობს, “მარიამი და გიორგი 1 წლის წინ დაქორწინდნენ, ქმარი გოგონაზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც რამდენიმე თვეა მარიამი დედის სახლში დაბრუნდა”.
“ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა. გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი და გამიზნულად მოუკლავს ცოლი და სიდედრი, სულ 5-ჯერ გაისროლა.
მკვლელობა 1 წლამდე ჩვილის თვალწინ მოხდა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ, როგორც ვიცი, თავად დარეკა პოლიციაში, ადგილიდან არ დაძრულა. ამ მკვლელობას ბევრი მოწმე ჰყავს, სკვერში ხალხი ირეოდა. ინგა მრავალშვილიანი დედაა, მარიამის გარდა 5 შვილი ჰყავს, რომელთაც მარტო ზრდიდა (ქმარს გაშორებულია).“