თეგებით ძიება

"მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო" - რას ჰყვება ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

რუს­თავ­ში, ცო­ლი­სა და სი­დედ­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 27 წლის გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გან­მარ­ტავს, ფი­რაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუ­შინ გა­მო­კი­თხეს, თუმ­ცა, მან მძი­მე ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თა­ვად შე­ა­ტყო­ბი­ნა.

"ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩა­ბარ­და, 112-ში და­რე­კა, უთხრა, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ე­ლო­და. და­კა­ვე­ბუ­ლი გუ­შინ გა­მო­ი­კი­თხა, მაგ­რამ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა, მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შოკ­ში იყო, ამის გამო სა­უბ­რის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და. ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­რუდ­გე­ნენ, დრო ჯერ არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივს, უც­ნო­ბია, რად­გან ბრალ­დე­ბულს ამა­ზე არ უსა­უბ­რია. საქ­მის მა­სა­ლებს ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გად­მომ­ცე­მენ და და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც მი­თხრეს, ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, 22 მა­ისს, რუს­თავ­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სკვერ­ში დედა-შვი­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით იმ დროს მოკ­ლეს, როცა ბავ­შვს ასე­ირ­ნებ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 27 წლის გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის "კ“ და "ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა