თეგებით ძიება

გია ვოლსკი გამჭვირვალობის კანონზე: მაინც და მაინც საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ასეთი გააფთრებული შეტევა

მაინც და მაინც საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ასეთი გააფთრებული შეტევა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„აგერ, მოვუსმინეთ ჩვენ კონგრესმენ უილსონის განცხადებას, რომელიც რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად სამხედრო დახმარების გარკვეულ პაკეტს გვთავაზობს, თუმცა ვიცით, რომ საქართველოსთვის ნებისმიერი სამხედრო პაკეტის შემოთავაზება არ არის საპირწონე იმ საფრთხეებისა, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მაშინ, როცა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი კრიტიკის საგანი გახდა, მსგავსი კანონი ევროკავშირის წევრ საფრანგეთში მიიღეს. უცხოური გავლენის დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტი დაინიცირდება ნატოს წევრ თურქეთშიც, რომელიც საქართველოსთან შედარებით გაცილებით მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანალოგიურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს სერბეთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა