თეგებით ძიება

„ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან - პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან - როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირანში ირაკლი კობახიძის ვიზიტს.

მანჯგალაძის თქმით, "ჰესბოლაც" და ირანიც საუბრობს, რომ რაღაც დიდი სიონისტური შეთქმულება მართავს მსოფლიოს და “ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილიც სადღაც აქ არიან”.

“მე დავინახე ის, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა და ირანის ისლამური რესპუბლიკის, "ჰესბოლას" და "ჰამასის" რიტორიკა, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში. "ჰესბოლაც" და ირანიც საუბრობს, რომ რაღაც დიდი სიონისტური შეთქმულება მართავს მსოფლიოს. ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილიც სადღაც აქ არიან. ვულოცავ ირაკლი კობახიძეს, თავისი სულიერი ძმები იპოვა "ჰესბოლას" და "ჰამასის" სახით”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ამისთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომ ბევრი ინფორმაცია აქვთ, “გლობალური ომის პარტიის” ქმედებებზე, რასაც მანჯგალაძემ “წარმოუდგენელი მასშტაბის სიგიჟე” უწოდა.

“მართლა ვიხუმრებდი ასეთ რამეზე, ღალატს რომ არ ვხედავდე ამ ყველაფრის უკან - წარმოუდგენელი მასშტაბის სიგიჟეა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობს, რომ ამერიკა და ევროპა უნდა გავათავისუფლოთ გლობალური ომის ძალებიდან. რასაც კობახიძე საუბრობს, ასეთი რაღაცები ყვითელ პრესაშიც არ იბეჭდება. პარლამენტში რომ დაარიგეს წიგნები, სადაც შეთქმულებაზე და სიგიჟეებზე იყო საუბარი, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ წაიკითხა. გამოართვით ის წიგნი, მეტი აღარ წაიკითხოს, თორემ მისი მდგომარეობა მძიმეა”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა