თეგებით ძიება

"ძალიან სერიოზულად დამგლიჯა, ორივე ფეხი და ერთი ხელი... სისხლდენა მაქვს ისევ“ - ტასო ლოსაბერიძე ძაღლმა დაკბინა

თვეების წინ მარნეულელი ოჯახიდან, სადაც პატრონმა ერთი ძაღლი ცემით მოკლა, მეორე ძაღლი ცხოველთა დამცველ  ტასო ლოსაბერიძემ შეიფარა და თბილისში წამოიყვანა.

სწორედ ამ ქართულ ნაგაზმა, სახელად დუსკამ პატრონი ტასო ლოსაბერიძე ცოტა ხნის წინ დაკბინა.

როგორც ცხოველთა უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, მას ორივე ფეხი და ხელი აქვს დაგლეჯილი.

"მადლობა დუსკას, ქირურგიულში რომ გამათენებინა.

ძალიან სერიოზულად დამგლიჯა. შოკში ვარ ჯერ კიდევ. აი, ასე, უმიზეზოდ, საჭმელს ვაჭმევდი და მეცა. ჯერ აზრზე ვერ მოვდივარ.

საჭმელი გამომირთმევია კიდეც, მაგრამ მსგავსი რაღაც არასდროს უქნია. არ ვიცი რა დაემართა, მართლა.

ორივე ფეხი და ერთი ხელი, ერთ ფეხზე ძალიან ღრმა ჭრილობები მაქვს.

სისხლდენა მაქვს ისევ“, - წერს ტასო ლოსაბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა