თეგებით ძიება

პარლამენტი ე.წ. რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, საკითხი ჯერ 27 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული.

„27-ში [მაისს] იქნება კომიტეტი და 28-ში [მაისს] იქნება პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება ძალიან მარტივად, ძალიან სამართლიანად, რადგან არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა. არ გავყიდით საქართველოს ინტერესებს და ყოველთვის ვიმოქმედებთ საქართველოს ინტერესების შესაბამისად. არც ველოდები, არც მეშინია არანაირი სანქციების“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა