თეგებით ძიება

განმცხადებლის მიმართ კონვენციის მე-18 მუხლი არ დარღვეულა - სტრასბურგის სასამართლო „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“

კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იყოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი აცხადებდა პრეტენზიას, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის თანახმადაც „დაუშვებელია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ისინი იქნა გათვალისწინებული.“

„განმცხადებლის მტკიცებით, ხელისუფლების ფარული დღის წესრიგი იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური დევნის მიზნით, რაც არღვევდა კონვენციის 18-ე მუხლს. სასამართლო, მის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით ადგენს, რომ ხელისუფლების სამართლიანი სურვილი იყო განმცხადებლის პასუხისგებაში მიცემა მისი დანაშაულისთვის და რომ, საკმარისი საპირისპირო მტკიცებულების არ არსებობის გამო, ფარული მოტივის ბრალდება დაუსაბუთებელია. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იყოს“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა