სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს - კულება
მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასავლელ პარნიორებს მოუწოდა, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
„ამ საზარელმა თავდასხმამ უნდა შეახსენოს ყველას მთელ მსოფლიოში, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება Patriot-ის შვიდი სისტემა“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
„ვფიქრობ, Patriot-ის შვიდი სისტემა არ არის მაღალი ფასი ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის. მაგრამ ის ახლაა საჭირო და არა ხვალ. სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს“, - დასძინა მან.