თეგებით ძიება

სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით - დავით კაჭარავა

მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კანონპროექტების მიღება ხდება და ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ. ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო.

„მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება - ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ. ეს არის შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია. ჩვენ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ, არც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის თავი გაწირა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული პოზიცია გვიჭირავს, ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. მზად ვართ, ეს გზა გავაგრძელოთ. მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვართ და ბოლომდე ასე ვივლით. მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კანონპროექტების მიღება ხდება და ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ. ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და არა შანტაჟზე. მზად ვართ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე და არა შანტაჟზე. სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით. მზად ვართ, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ", - განაცხადა კაჭარავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ". განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა